- გრანტი
- • ოფიციალური უსასყიდლო ტრანსფერტი, რომელიც მოიცავს როგორც მიმდინარე, ასევე კაპიტალურ ტრანსფერტებს და გააჩნიათ მიზნობრივი ხასიათი.• ბიუჯეტის შემოსავლების შევსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს გრანტები, რომლებიც არ ექვემდებარებიან დაბრუნებას. ბიუჯეტის სხვა შემოსავლებისგან განსხვავებით, გრანტს გააჩნია მიზნობრიობა, ანუ გრანტით მიღებული შემოსავლები მიემართება კონკრეტული ხარჯების დასაფინანსებლად. არსებობს ფულადი და სასაქონლო გრანტები. გრანტები შეიძლება დაიყოს მიღების წყაროების მიხედვით: • სხვა ქვეყნის მთავრობებიდან მიღებული გრანტები; • საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები; • სხვა საგარეო არასახელმწიფოებრივი წყაროებიდან მიღებული გრანტები; • სახელმწიფო მმართველობის სხვა დონეების ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები; • სხვა არაკლასიფიცირებული გრანტები.Source: საქართველოს საბიუჯეტო სისტემა: გზამკვლევი, - ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ - თბ.: 2007
Georgian encyclopedia. 2013.